მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები შერჩევითია და სტანდარტი ორმაგი - ბზობაზე საქართველოს ეკლესიებში ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ისინი არ დაუჯარიმებიათ. თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილი კი, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზობის დღეს ტიტებს ყიდდა, 3000 ლარით დაჯარიმდა.
მიშა ყარაულაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ტიტების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდლად ფული აღარ ჰქონდა. ინტერვიუში ის ყვება, რომ სულ 9 ტიტა გაყიდა, თუმცა ეხლა ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა უწევს.