ქუთაისში რეგისტრირებული მოქალაქეები ქალაქში შესვლას გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის ვითარებაშიც შეძლებენ. ამის შესახებ იმერეთის რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
ასევე, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც სხვა მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, ქუთაისის დატოვება ნებისმიერ დღეს შეეძლებათ. რაც შეეხება სასაფლაოებს, ქუთაისსა და ზესტაფონის გარდა, შესაძლოა რეგიონის სხვა ქალაქებშიც დაიკეტოს, რაც მოქალაქეების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
„ის ადამიანები ვინც არიან რეგისტრირებული ქუთაისში ისინი შეძლებენ შემოსვლას ამ 10 დღის განმავლობაში. ხოლო ი ადამიანები, რომლებიც არიან სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ისინი ამ 10 დღის განმავლობაში შეძლებენ დატოვონ ქალაქი. გამონაკლისები ის თანამოქალაქეები არიან, რომლებიც იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე მუშაობენ რო0მელიც ქუთაისშია განთავსებული. არანაირი დეფიციტი საკვები პროდუქტების ქალაქში არ იქნება“, - განაცხადა იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.