ელისაბედ მეორის შვილიშვილმა, პრინცესა ბეატრიჩემ და მისმა რჩეულმა ედუარდო მაპელი მოციმ დაგეგმილი ქორწილი გაურკვეველი ვადით გადადეს. მიზეზი დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, წყვილი საქორწინო ცერემონიის გამართვას ბუკინგემის სასახლეში მაისში გეგმავდა. იორკის პრინცესა ახალგაზრდა მილიარდერთან ერთად რამდენიმე თვეა ცხოვრობს.