
22:00 საათზე დაიწყება მსახურება სამების საკათედრო ტაძარში. პატრიარქი და მღვდელმსახურები კი ეკლესიაში 23:00 საათისთვის მივლენ, რის შემდეგაც სააღდგომო ლიტურგია დაიწყება, წაიკითხავენ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაც.
„წაიკითხეს საწინასწარმეტყველოები, ეზიარა მრევლი და შაბათის მსახურება დასრულდა. საღამოს შუაღამიდან დაიწყება 22:00 საათზე, 23:00 საათზე დაველოდებით მის უწმინდესობას, წაიკითხავს არქიდიაკონი სააღდგომო ეპისტოლეს, იქნება ლიტანიობა და საზეიმო წირვა", - აცხადებენ მღვდელმსახურები.