პრინცმა ჰარიამ და მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდებთან კავშირი საბოლოოდ გაწყვიტეს.
როგორც უმსხვილესმა გამოცემებმა განმარტეს, მათ წყვილისგან მიიღეს წერილი, სადაც ყვითელ პრესას „ნულოვანი ჩართულობის პოლიტიკის" შესახებ აცნობეს. როგორც პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა განმარტეს, ეს პოლიტიკა კრიტიკის თავიდან აცილებას არ ეხება.
მათი თქმით, მედიას კვლავ ექნება უფლება მათზე დაწეროს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ყალბ ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ვალდებულებებისგან გასულ თვეში გათავისუფლდნენ.