logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება აუცილებელია მიღწული შედეგის შესანარჩუნებლად -მეზვრიშვილი

22 აპრ 202013:16
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა პარლამენტს მიმართა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივების თხოვნით და მადლობა გადაუხადა საკანონდებლო ორგანოსა და პრეზიდენტს პირველ ჯერზე მხარდაჭერისთვის.

პრემიერის აპარატის უფროსმა განმარტება გააკეთა, თუ რატომ გახდა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პირველ ეტაპზე. მისი თქმით, მთავარი მიზეზი იყო შიდაგავრცელების დაწყება და ეპიდსიტუაციის დამძიმება.

საგანგებოს დროს დაწესებული შეზღუდვები ლეგიტიმურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. რა თქმა უნდა, ვაცნოცბიერებთ, რომ ეს შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული, ეს იყო მთავარი პრინციპები, რითაც ვხელმძღვანელობდით მიმართვის დროს. ამოსავალი წერტილი იყო მოქალაქეების დაცვა და მათი ჯანმრთელობა. პრეზიდენტს მივმართეთ მას შემდეგ, რაც ამოვწურეთ სხვა საშუალებები - ამაზე წესით კითხვები არ უნდა არსებობდეს. მოქმედება დავიწყეთ შემთხვევის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე ჩინეთიდან ფრენების შეჩერებით - შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ეფექტიანად მუშაობს და ასრულებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. წინმსწრებმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოგვეხდინა. როცა რეალურად ამოვწურეთ ყველა საშუალება, ამის შემდეგ მივმართეთ პრეზიდენტს - ძირითადი მოტივაცია, ასევე იყო, ვირუსის შიდაგავრცელების ეტაპი. ამის გამო აუცილებელი გახდა გარკვეული კონსტიტუციური უფლებები შეგვეზღუდა - ამის გაკეთება შეუძლებელია საგანგებოს გამოცხადების გარეშე. როცა სოციალურ დისტანცირებას არ ასრულებდნენ მოქალაქეები, აუცილებელი გახდა გადაადგილების უფლების შეზღუდვა. შეიზღუდა მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც მოქალაქეთა მობილობის შემცირებას შეუწყობდა ხელს და რომლებიც დისტანციის დაცვას უზრუნველყოფდა. ამიტომ მოხვდა ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობა. შეზღუდვების გამკაცრება იყო ეტაპობრივი და ვირუსის გავრცელების შესაბამისი. ამ თანმიმდრევრული რეკომენდაციებით შევძელით, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის სისტემა უკეთ მომზადებულიყო. რეალურად ამ საგანგებო მდგომაროებამ შესაძლებლობა მოგვცა, აგვემუშავებინა ცხელი ხაზი, ცხელების კლინიკები და ა.შ.", - განმარტა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა, ასევე, განმარტა, თუ რატომ მოითხოვა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. მისი თქმით, აუცილებელია მიღწეული შედეგის შენარჩუნება და ამისთვის აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები კიდევ გაგრძელდეს. 

„ჩვენ რეალურად ადრეული პრევენციით შევძელით მძიმე შედეგების თავიდან არიდება - უმთავრესია არსებული სურათის შესანარჩუნებლად საგანგებო მდგომარეობის გამოყენება. როგორც ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისი პირველი ორი კვირის დროს - ამ დროს მნიშვნელოვანია, საგანგებო მოქმედებდეს. გვესმის, რა გავლენას ახდენს ეს ეკონომიკაზე, მაგრამ ამ მიმართულებითაც გადაიდგა ნაბიჯები და კიდევ იგეგმება. თუკი შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით, არა ეტაპობრივად, არსებობს სიტუაციის გაუარესების საფრთხე. გაგრძელებას ვითხოვთ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ მდგომარეობა და ეფექტიანად ვმართოთ პიკი, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეტაპობრივად და დროულად ავამუშავოთ ეკონომიკა. გარკვეული შეზღუდვები უკვე მოიხსნება", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა, ასევე, ისაუბრა ეკონომიკური გეგმის შესახებაც და განაცხადა, რომ მთავრობა მას პარასკევს წარადგენს. მისივე თქმით, გარკვეული პუნქტები ეკონომიკური დახმარების გეგმიდან უკვე ისედაც სრულდება.

"მთავარი კითხვაა, გვაქვს თუ არასაგანგებო სიტუაციის გაგრძელების საფუძველი - აქ პასუხი ცალსახაა. ხელისუფლებამ იმუშავა და არსებობს შედეგები, რომლებსაც წარმოვაგდენთ პარასკევს. ეტაპობრივად წარმოდგენა დაიწყო - სამი თვით გადავადდა კომუნალურების დაფარვა, სასურსათო პროდუქტებზე დაზღვევის საკითხი, სესხების მომსახურება გადავადდა - ეს არის ერთი ნაწილი. შემდეგი იყო 3 მლრდ. აშშ დოალრის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისგან და პარასკევს ხელისუფლება წარმოადგენს ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულ ნაბიჯებს. წარმოდგენილი იქნება პანდემიის კომპენსაციის გეგმა, მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების გეგმა. ასევე შეზღუდვების თანმიმდევრული შემსუბუქების გეგმა. რაც შეეხება პროსტკრიზისულ გეგმას  - ამაზე ვმუშოაბთ და დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მივაწდვით", - აცხადებს მეზვრიშვილი.


close დახურვა