პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ყოფილ იპოდრომზე აქცია-სეირნობას მართავდა, პოლიციამ დააჯარიმა.
სამართალდამცველებს პოლიტიკოსი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ. მანამდე, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
გარდა ამისა, ამავე განყოფილებაში გადაჰყავთ პარტიის კიდევ ერთი წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი და აქციის სხვა მონაწილეებიც.
ადგილზე მყოფილი პოლიციელების გაცხადებით, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მე-8 მუხლი დაარღვიეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „გირჩი“ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციას იპოდრომზე მართავდა. აქცია-სეირნობა იპოდრმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებთ 1 საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. იპოდრომზე 30-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.