logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძე: მითხრეს, რომ თუ კიდევ პროტესტს გამოვთქვამ გამიშვებენ ციხეში

23 აპრ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

„გირჩის“ პარტიის ლიდერებისა და მხარდამჭერების დაკავების შემდეგ, აქციამ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელი დარჩა - დასრულდეს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.

„ჯარიმის გამოწერასთან ერთად მითხრეს, რომ თუ კიდევ პროტესტს გამოვთქვამ იქნება იგივე ხასიათის დანაშაული, რომელიც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულს გულისხმობს და შესაბამისად გამიშვებენ ციხეში. იმ წამსვე ვუთხარი, რომ ამ წამს პოლიციის შენობის წინ ვაპროტესტებ საგანგებო მდგომარეობას, შესაბამისად წესით უნდა დამაკავონ და გამიშვან ციხეში. ამაზე მითხრეს არა დაიშალეთო. ვდგავარ და მაინტერესებს რამეს იზამენ თუ არა.“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


close დახურვა