logo
ENG



26 დეკემბრის გადაცემა - თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან

26 დეკ 201923:45
3 წუთის საკითხავი
 
kj20uf5el4ghrdg.png

მიშა მშვილდაძემ დღევანდელი გადაცემა ტელევიზიებისთვის ინკასოს დადების თემით დაიწყო.

„თოვლის ბაბუამ "ტვ პირველს", "კავკასიას" და "რუსთავი 2-ს" ინკასო დაადო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ "რუსთავი 2-იც" გადააგდო. ადრე, როცა "რუსთავი 2-ს" ებრძოდნენ და მაგალითად, კანონებს ცვლიდნენ სარეკლამო ბაზრის შესამცირებლად, "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ტელევიზიებიც მოჰყვებოდნენ ხოლმე, შესაძლოა, თავიდან ეს ინკასოების ამბავიც "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ წამოიწყო და „ტვ პირველი“ და „კავკასია“ ამ სიაში მრავალფეროვნებისთვის მოყვნენ, მაგრამ ახლა ცალსახად ჩანს რომ „ტვ პირველთან“ და კავკასიასთან ბრძოლაში მოუყვათ "რუსთავი 2" პირიქით ანუ, შეიცვალა ვითარება",-განაცხადა მშვილდაძემ.

რა თქმა უნდა გადაცემის ერთ-ერთი მონოლოგი ტენდენციურ ნაძვის ხესაც დაეთმო.

„მოდა და მოდის ტენდეციები ჩემი ძლიერი მხარე არ არის. ამიტომ, ამ კუთხით არ შევაფასებ თბილისის მთავარ ნაძვის ხეს. მხოლოდ ლოგიკურად ვიმსჯელებ – მილანში რომ წახვალ, მილიონად ნაძვის ხეს იყიდი, ჩამოიტან, აანთებ და იქვე დაამატებ გაისად ნორვეგიიდან ჩამოვიტანო, ე.ი. მაინც და მაინც კმაყოფილი შენც არ ხარ. ასე არაა ლოგიკურად? 
ქვეყანაში, სადაც ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია ,,გირჩი"... მეტიც, ადამიანსაც ჰქვია გირჩი , ზურაბ ,,გირჩი" ჰქვია კაცს, კაი მერი კი უნდა ხვდებოდეს, რომ ნაძვის ხის თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაირჩევა.  ჰოდა, ფეისბუქზე თავის დროზე გახარიას გაპრემიერებას რომ უფრო მეტნი აპრავებდნენ ვიდრე ახლა ამ ნაძვის ხეს იცავს. ე.ი. რაღაც ისე არაა, არა? - ლოგიკურად მსჯელობას ვაგრძელებ.  მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე დადო ნაძვის ხის ფოტო და დაწერა – არ გინდოდათ რძე და ყველი? დარწმუნებული ვარ, მიშა სააკაშვილს ამ ფრაზის თმა 2012 წლიდან მოყოლებული სურდა და საუკეთესო მომენტს ელოდა. ამ 7 წელიწადში ოცნებამ რამდენი საშინელება გააკეთა, მაგრამ მიშამ მაინც ეს ნაძვის ხე აირჩია რძე და ყველის კონტექსტისთვის. ლოგიკურად ვმსჯელობ უბრალოდ,“ - აცხადებს მიშა მშვილდაძე.

მიშა მშვილდაძემ გადაცემაში გოგი წულაიას დაჯარიმებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ქუთაისში მოძრაობა გაბედეს აქტივისტი, გაგი ახალაძე და თავისუფალი საქართველოს წევრი გოგი წულაია მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ისაა, რომ მათ ბუჩქზე პოლიტიკოსების სურათებით გაკეთებული სათამაშოები დაკიდეს.
გვედავებიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დავამახინჯეთ – განაცხადა ახალაძემ. ნუ, ქუთაისი რომ დიდი ისტორიის ქალაქი იყო ვიცოდით აქამდეც, მაგრამ ბუჩქებსაც თუ იუნესკო იცავდა, მაგას ვერ წარმოვიდგენდით. ქუთაისის ზედამხედველობის სამსახურს ასეთი ახსნა აქვს – ეს მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში. არის სპეციალური მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა. ანუ, ქუთაისის ზედამხედველობამ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში რაც მოხვდება - საკუთრივ ძეგლი, ხე, ბუჩქი თუ იქვე დაგდებული ბიჩოკი - ყველაფერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,“ - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

გადაცემის დასასრულს მშვილდაძემ ტრადიციული რუბრიკით „ბედნიერება წვრილმანებშია“ დაასრულა.

„როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს საქმე, ჩვენ მაინც ვიპოვით პოზიტიურ ნიუსებს და გავაშუქებთ. შეგახსენებთ, ამ რუბრიკაში ყველა ნიუსი 100%-ით სიმართლეა,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.


close დახურვა