გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში წვიმაა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები თოვლის ზვავებსაც ვარაუდობენ.
სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე კი 5-6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.