საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება.
456 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი, გარდაცვლილია - 5. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4949 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 პაციენტი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.