ინფექციური საავადმყოფოში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. პირველ საუნივერსისტოტში კლინიკაში კი მთავარი რეანიმატოლოგოები არიან შეკრებილნი. კლინიკის ექიმის, ლალი ტურაძის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჭირო არაა აგრესიული ტესტების ჩატარება და მისი გამოყენება ცხელ ზონებშია მიზანშეწონილი.
"ქალბატონმა მარინამ რაოდენობის ზრდა აგრესიულ ტესტირებას დაუკავშირა. მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ვთვლი, რომ ეს ტესტირება ხელს უწყობს პაციენტების გამოვლენას. რაოდენობის გაზრდა კი, ვფიქრობ, მარნეულში ცნობილი შეკრებების შემდეგ მოხდა. იქ, სადაც კონტაქტია გამოვლენილი, თუ ჩატარდება აგრესიული ტესტირება, კარგი იქნება, თორემ ასე ქვეყნის მასშტაბით საჭირო არ არის და ასევე აღნიშნული საჭიროებს ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმებასაც", - აცხადებს ლალი ტურაძე.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ეზუგბაია განმარტავს, ქვეყნის მასშტაბით დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა აგრესიული ტესტირებით, ასევე ჩატარდა ბოლნისის კონტაქტების კვლევა და 25 ახალი შემთხვევა ჯამური მონაცემის შედეგია.