პაატა იმნაძემ ტესტების რაოდენობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში 12 ათასი ტესტის მარაგია, რასაც მომდევნო თვეში კიდევ დაემატება გარკვეული რაოდენობა.
"დღეს გვაქვს 12 ათასი პისიარ-ტესტი. ორშაბათს, სამშაბათს ველოდებით მარაგების შევსებას და იმედი გვაქვს, რომ გავზრდით ტესტირების რაოდენობას სიტაუციის მიხედვით. გაიზრდება მაისის შუა რიცხვებში 1500-დან 2 ათასამდე",-აცხადებს პაატა იმნაძე.