
ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ყინწვისის ინციდენტზე სასულიერო პირის დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ საპატრიარქო მაფიოზურად იმართება.
„შეიძლება რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი ავტომატიანი ბანდიტი იყოს? ასე უფრთხილდება ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობას და ქართულ კულტურას ეს მაფიოზი საპატრიარქო. ჩვენი წინაპრები ყინწვისის ანგელოზს ხატავდნენ და ახლანდელი მღვდლები ერთმანეთს ავტომატებს ესვრიან და თან ჩვენგან ბრმა მოწიწებას და მორჩილებას მოითხოვენ", - წერს ბასილ კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ყინწვისის ინციდენტზე ერთი პირია დაკავებული - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.