საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ იმ ვიდეოზე ისაუბრა, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, საგანგებო მდგომერეობის დროს ქუჩაში მანქანით გადაადგილდებოდა. „ფორმულას“ ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძეს ქუჩაში მანქანით გადაადგილების საშვი არ აქვს.
ფოტო სოციალურ ქსელში სწორედ ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. მისი განცხადებით აღნიშნული ფაქტი საზოგადოებას აჩვენებს იმას თუ როგორ ქვეყანაში გვაცხოვრებს ოლიგარქი.
„იმ დღესვე გავავრცელე, როცა ეს ვიდეო გადავიღე. ვაკის პარკში ვიყავი და იქიდან წამოსული გადავეყარე ბატონ ფარცხალაძეს. მე, როგორც საკრებულოს წევრს, იმ ორგანოს, რომელიც აკონტროლებს მერიის მუშაობას, სანამ დედაქალაქის მერიის ერთი სამსახური მაინც იმუშავებს დედაქალაქში, გადაადგილების სრული უფლება მაქვს, შესაბამისად მე გადავადგილდებოდი კანონის შესაბამისად, მითუმეტეს ჩემ საქმიანობას ვასრულებდი. როგორც კი დავინახე ეს ავტომობილი, ვიცანი ფარცხალაძე და გადავიღე ეს კადრი. მან გააჩერა ავტომობილი ჩაწია მინა დააპირა საქმის გარჩევა, როგორც კი ჩავწიე ფანჯარა და დამინახა მაშინვე გაიქცა. ამაზე მეტი დანაშაულიც ხდება, ამაზე მეტსაც აშავებენ, მაგრამ ეს არის მარტივი საშუალება რომ საზოგადოებამ დაინახოს როგორ ქვეყანაში გვაცხოვრებს მილიარდელი ოლიგარქი“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილი.
უსაშვოდ მოძრაობა 3000-ლარიანი ჯარიმის საფუძველია, თუმცა არცერთი უწყება პასუხობს კითხვას, დაჯარიმდა თუ არა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პროკურორი.