logo
ENG



ფოთის ცხელების ცენტრში 3 ახალი პაციენტია, მათგან ორი არასრულწლოვანია

28 აპრ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის ცხელების ცენტრში 3 ახალი პაციენტია. მათგან ორი არასრულწლოვანი, ერთი კი 35 წლამდე მამაკაცი. ისინი კლინიკაში გუშინ საღამოს მოათავსეს. პაციენტებს ბიოლოგიურ ანალიზების პასუხი კი დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. სამივე მათგანს მხოლოდ ცხელება აღენიშნება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. 

„ფოთის ცხელების კლინიკაში გვყავს 3 პაციენტი ცხელების სიმპტომით. 1 წლის და 4 თვის ბიჭი ფოთიდან, 11 წლის მოზარდი ხობიდან და 34 წლის მამაკაცი ჭალადიდიდან, მათ ცხელება აღენიშნებათ და ჩივილები არ აქვთ. იმ შემთხვევაში თუ მათ კოვიდ 19 დაუდასტურდებათ, მათი გადაყვანა კოვიდ კლინიკაში მოხდება,“ - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა გიგინეიშვილმა. 


close დახურვა