კორონავირუსის დადასტურებიდან 2 თვის შემდეგ მთავრობა აგრესიულ ტესტირებას იწყებს რისკ ჯგუფებთან - მათ შორისაა, სასულიერო პირები, ძალოვანები და მედია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში, ჯანდაცვის სამინისტრომ დიაგნოსტიკის საჭიროების პირთა წრე განსაზღვრა, პირობა აქამდე მხოლოდ ფურცელზე დარჩა - ამის გამო ოპოზიცია ხელისუფლებას დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს.
მთავრობის ოპონენტებმა დღეს ტესტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციაც გამოითხოვეს, იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც ჩინური ტესტების შესყიდვას უკავშირდება. ლოგიკურია ინტერესი, - არის თუ არა საკმარისი ოდენობა ქვეყანაში.
მთავარი ინფექციონისტები ამბობენ, რომ აგრესიული, ფართომასშტაბიანი ტესტირება სერიოზულ გავლენას პანდემიის კონტროლზე არ ახდენს.
არცერთ საერთაშორისო გაიდლაინში მოთხოვნილი არ არის, მაგრამ ანტისხეულის70 ათასი ტესტის შესყიდვას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო კერძო კომპანიისგან.