logo
ENG



მტკიცებულება არ არსებობს, რომ მამა დავითმა ჩაიდინა დანაშაული - ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის ადვოკატი

29 აპრ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 

სასულიერო პირებს შორის მომხდარ კრიმინალურ გარჩევაზე გორის რაიონულ სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.  

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7- 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. წინამძღვარი ბრალს არ აღიარებს.

„ბრალდების მხარე დააყენებს მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შესახებ - ამას დაცვის მხარე არ ეთანხმება და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მამა დავითმა ჩაიდინა რაიმე დანაშაული. არ უნდა იქნეს გამოყენებული არცერთი აღკვეთის ღონისძიება", - აცხადებს წინამძღვრის ადვოკატი.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ რომ დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის 27 აპრილს მოხდა,. პროკურატურის ინფორმაციით, წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. არქიმანდტრიტმა შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.


close დახურვა