საქართველოში სპეცრეისით ტესტები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოვიდა. 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა, 40 ათასი პისიარ ტესტი კი ხელისუფლებამ შეიძინა. ამავე რეისით ჩამოიტანეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტესტები მიზნობრივ ჯგუფებს მოხმარდება, მათ შორის კარანტინში მყოფ პირებსა და კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს. მისივე თქმით იგეგმება მიზნობირივ ჯგუფების გაფართოება.
"ამ ტვირთში ყველაზე მნიშვნელოვანია 40 ათასი პიასიარ ტესტი, რასაც დიდი ხანია ველოდებით და იწვევს საზოგადოების მღელვარების საკითხს. დღეიდან, იმედია ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ იქნება. მნიშვნლოვანია ისიც, რომ ამ რეისით ჩამოვიდა ანტისხეულების ტესტი და პირადი დაცვის საშუალებები, რაც ექმინების უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზურნვეყოფენ",-აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.