სადეზინფექციო სამუშოები ვაკე-საბურთალოს რაიონში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩატარდა. პროცესს თბილისის მერიც ესწრებოდა.
„ეს არის პრევენციული ღონისძება კორონავირუსის წინააღმდეგ. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც მთელი ღამე მუშაობენ და შსს-ს, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაწეული სამსახურისთვის", - განაცხადა კალაძემ.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია ქალაქის თითქმის ყველა მთავარ გამზირს უკვე ჩაუტარდა.