logo
ENG



ტიკარაძე: ეროვნულ გამოცდებზე გადაწყვეტილება იმ პერიოდისთვის იქნება ცნობილი, როდესაც გამოცდების დრო მოვა

30 აპრ 202014:43
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ერთიან ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებს აკეთებს და ამბობს, რომ გამოცდების ამ საკითხზე გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება, ცნობილი, როდესაც გამოცდების პერიოდი მოახლოვდება და იმ დროისთვის ვირუსის გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა შეფასდება.

„ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს ყველა უწყების მხარის რეკომენდაციას, გამონაკლისი არ არის განათლების სამინისტრო. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ეს მონაცემები და გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგება ეს ფაქტი და ცნობილი იქნება იმ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


close დახურვა