UN Women Georgia-ს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს.
ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკიმა, ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველა შერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს.
„სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“,- განაცხადა პაქსაძემ.
მარნეულში ქალებმა კორონავირუსით ინფიცირებულს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს
01 მაი 202017:03
3 წუთის საკითხავი