საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა და შეადგინა 582. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის გამოქვეყნებული.
ინფიცირებულებიდან 207 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 7 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 პაციენტი