ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიას კვლავ გლობალურ საფრთხედ აფასებს და განსაკუთრებით აშფოთებს ის ფაქტი, რომ დაავადება სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში ფართოდ ვრცელდება.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეისუსუის განცხადებით, კოვიდ 19-ის კრიზისმა აჩვენა, რომ პანდემიასთან გამკლავება ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც კი გაუჭირდათ.
ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყანას საკარანტინო ზომების ეტაპობრივი შემსუბუქების დაწყებასთან ერთად, ყურადღებით აკონტროლონ მიღებული ცვლილებების შედეგები.