კახეთში პირველი კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდგინდა. ოფიციალური სტრუქტურები ამ დრომდე არ აკეთებენ ამ საკითხის შესახებ კომენტარს.
ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულებიდან 207 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 პაციენტი.