logo
ENG



ბაქრაძე: ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია რომ შექმნილ ვითარებას შეთანხმების ჩაშლისთვის გამოიყენებს

04 მაი 202017:44
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია ხელისუფლებისგან  მოითხოვს შესრულდეს 8 მარტს მიღწეული შეთანხმებები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები: გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი. სხვა შემთხვევაში ოპოზიცია ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. 

პარტია „თავისუფალი დემოკრატების წევრი“, ლევან სამუშია აცხადებს, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიამარია და მმართველი გუნდი შექმნილ ვითარებასა და საგანგებო მდგომარეობას იყენებს იმისთვის, რომ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღონ. სამუშია მოითხოვს, რომ პროცესზე მხარეები დაუშვან და გადაწყვეტილება ისე გამოიტანონ.

„ისედაც სარდაფში მყოფი სასამართლოს აი ამ კორონავირუსიდან გამომდინარე ჩასარდაფება მიმდინარეობს, პირდაპირ შეიძლება ითქვას. არანაირი სასამართლო პროცესი, არანაირი ობიექტურობის დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები არ მიმდინარეობს. ეს არის უბრალოდ პროცესი პროცესისთვის. რურუას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ პოლიტპატიმარი პირდაპირ შეიძლება ითქვა, მისი პროცესები კვირაში 2-ჯერ არის ჩანიშნული, ამ შემთხვევაში სასამართლოს არ უჭირს, რომ ვადები იქნას შეზღუდული. ეს არის მიზანმიმართული ქმედება და ვთხოვ პირდაპირ ქართულ ოცნებას, რომ მათდამი დაქვემდებარებულ იუსტიციის საბჭოს მისცენ ნება, რომ მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს ის რომ სასმართლო პროცესი გახსნილი იქნას მხარეებისათვის მაინც“,-განაცხადა ლევან სამუშიამ.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პროცესს თვალს საერთაშორისო პარტნიორები ადევნებენ და მათი თქმით, ხელისუფლებას არ უნდ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი პროცესის ჩაშლას შეძლებენ.

 „ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ კორონავირუსის გამო ,ამ რთული ვითარების გამო ის შეძლებს ამ შეთანხმებიდან გამოძრომას. ვერ შეძლებს და შეთანხმების არ შესრულებას მოყვება ისეთივე და უფრო მძაფრი კრიტიკა ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან, რომელიც ყველას გვახსოვს ყოველდღიური წერილების სახით და შეთანხმების არ შესრულებას მოყვება პოლიტიკური ვითარების მკვეთრად გამწვავება საქართველოში“,-განაცხად დავით ბაქრაძემ.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ისევ შეეცდება საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებას. პარტიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეთანხმების რომელიმე პუნქტს დაარღვევს, პარტიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარეს არ დაუჭერენ.

„ქართული ოცნება ცდილობს მორიგ ჯერზე მოატყუოს საერთაშორისო თანამეგობრობა, მოატყუოს ქართველი ხალხი და შეიყვანოს ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, თუ არ შესრულდა შეთანხმების ყველა პუნქტი ჩვენ ჩავთვლით, რომ შეთანხმება არის ჩაშლილი და შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან არ ექნება შესაბამისი მხარდაჭერა“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეთანხმებაში დასახელებული იყო კონკრეტული გვარები, რომელთა გათავისუფლებაზეც საუბარი იყო. ბურჯანაძის თქმით იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დაარღვევს შეთანხმების პირობებს ამით პირველ რიგში დაზარალდება ხალხი.

„ასევე ერთმნიშვნელოვნად ითქვა რომ შეთანხმება არის რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და კონკრეტულ გვარებზე იყო ლაპარაკი. თუ ქართულ ოცნებას აქვს ილუზია, რომ ახლა, პანდემიას ამოფარებული დაარღვევს შეთანმხმების ან ერთ, ან ორივე პუნქტს ჩვეულებრივად და ეს მას შერჩება, ეს არის შეცდომა. ხოლო თუ ხელისუფლება ისევ გადააგდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ეს 14 ნოემბერს მოხდა გადამგდებ ხელისუფლებას არავინ დაეხმარება და დაზარალდება ხალხიც“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს შედგა. ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს, პირველი საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, მეორე კი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვებამ ოპოზიციას გაუჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გაურბის. 

 


close დახურვა