logo
ENG



ეკა გიგაური: როგორ ჩატარდება არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა დავიწყოთ დისკუსია

05 მაი 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

როგორ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები პანდემიის პირობებში.  „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ხეისუფლებას მოუწოდებს პანდემიის პირობებში, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე აქტიური კონსულტაციები დაიწყონ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხელისულფლებას კონკრეტულ ფორმებსაც სთავაზობს, თუ როგორ შეიძლება ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მსჯელობის პროცესი უკვე დაგვიანებულია და ხელისუფლებას აქამდე უნდა შეემუშავებინა სპეციალური რეგულაციები.

„ბევრი სპეციალისტი საუბრობს იმაზე, რომ ოქტომბერშიც შენარჩუნდება კონკრეტული შეზღუდვები, მათ შორის პირბადეებთან დაკავშირებით, ორ მეტრიან დაშორებასთან დაკავშირებით და ა.შ. ასეთ პირობებში როგორ ვპირებთ არჩევმების ჩატარებას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს ამაზე დავიწყთ დისკუსია, შევიმუშაოთ სპეციალური რეგულაციები და მოვამზადოთ ყველა ჩართული მხარე იმისვის რომ არჩევნები ჩავატაროთ. მე ვფიქრობ რომ 6 თვე არ არის დიდი ვადა და უკვე დაგვიანებულიცკია ამაზე საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩვენ ამაზე დავფიქრდეთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ნაწილობრივ ელექტრონულად ხმის მიცემაზე ასევე არჩევნების დღის რამდენიმე დღეზე განაწილებაზე და ა.შ.“,-განაცხადა ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს საჯაროდ განმარტოს როდის და როგორ შევა საარცევნო ცვლილებები კანონმდებლობაში, საუბარია საარცევნო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები. ქვეყანაში საგანგებო ვიტარებიდან გამომდინარე ეს პროცესი შეჩერებულია, სწორედ ამიტომ ორგანიზაცია ამაზე საჯარო განმარტებას ითხოვს.

 

 


close დახურვა