logo
ENG



თუშეთში მეწყრის ქვეშ მოყოლილ ადამიანს ეძებენ

06 მაი 202010:11
3 წუთის საკითხავი
 

თუშეთში მეწყრის ქვეშ მოყოლილ ადამიანს ეძებენ. 62 წლის მამაკაცი ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში მოყვა. 

მასთან ერთად მყოფი მეორე მგზავრი, 55 წლის მამაკაცი, რომლის გამოყვანაც მაშველებმა შეძლეს, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კახეთის რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„ამჟამად მეორის მოძიების სამუშაოები მიმდინარეობს - ორნი იყვნენ და ერთი იპოვეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გუშინ ჩამოწვა.


close დახურვა