
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით უკვე სამი ადამიანია ინფიცირებული.
მამაკაცის შემდეგ, კორონა დედა-შვილს დაუდასტურდათ.
„დედა-შვილი სამკურნალოდ ვლადიკავკაზში იყვნენ და აქ ჩამოსვლის შემდეგ მოუვიდათ პასუხები, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ“, - აცხადებს მეარაყიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა და ახლაც იზოლაციაში რჩება.
გავრცელებული ცნობით, კოვიდ 19 ჩრდილო ოსეთიდან დაბრუნებულ მამაკაცს აღმოაჩნდა. ანალიზი ჩაუტარდათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ავადმყოფთან ერთად საკარანტინე ზონაში იმყოფებოდნენ. მათი პასუხები ჯერ უცნობია.