logo
ENG



27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთს და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

27 აპრ 202200:57
3 წუთის საკითხავი
 

27 აპრილიდან რუსული სამთავრობო კორპორაცია გაზპრომი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტს. 

მიზეზი პოლონური სამთავრობო კომპანიის, PGNiG-ის გადაწყვეტილება გახდა, არ გადაიხადოს გაზის საფასური რუბლებში. 

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, აგრესორმა ქვეყანამ "არამეგობრულ ქვეყნებს" სწორედ რუბლებში ანგარიშსწორება მოსთხოვა. 

PGNiG-ის იმპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსულ გაზპრომზე მოდის. თუმცა, როგორც პოლონეთი აცხადებს, მიწისქვეშა მარაგების თითქმის 80% სავსეა, ამასთან, ზაფხული მოდის, შესაბამისად, გაზზე მოთხოვნა მცირდება. 

გარდა ამისა, პოლონეთს ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგიც აქვს. კერძოდ, აქვს თხევადი გაზის (PNG) ტერმინალი სვინოუჯშიეში, ასევე, მილსადენებით უკავშირდება ჩეხეთს და გერმანიას. 

მას აქვს თხევადი ბუნებრივი აირის (PNG) ტერმინალი Swinoujscie-ში ბალტიის სანაპიროზე და მილსადენის კავშირები გერმანიასა და ჩეხეთის რესპუბლიკასთან.

რაც შეეხება ბულგარეთს, რომელსაც გაზპრომი აირის მიწოდებას ასევე 27 აპრილიდან შეუწყვეტს - ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მათ გადადგეს ნაბიჯები ალტერნატიული მარაგების უზრუნველყოფისთვის, შესაბამისად, ადგილობრივებს არ მოუწევთ გაზის მოხმარების შემცირება. 


close დახურვა