logo
ENG



27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

27 იან 202109:17
3 წუთის საკითხავი
clock 3626
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

სიტყვით ჰოლოკოსტი 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების გენოციდი აღინიშნება. 

ჰოლოკოსტი ბერძნული სიტყვაა და სრულიად დაწვას ნიშნავს. დღეს დამკვიდრებული მნიშნელობით ეს სიტყვა 1910-იანი წლებიდან გამოიყენება. ისტორიკოსები ამ სიტყვით ოსმალეთის იმპერიაში სომეხი მოსახლეობის განადგურებას და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ებრაელების მასობრივ დარბევას აღნიშნავდნენ. 1942 წლიდან კი ეს სიტყვა ნაცისტების მიერ მსხვერპლთა გენოციდს გულისხმობს. 

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მეცნიერების შრომის შედეგად მოხერხდა იმ ადამიანების რიცხვის დადგენა, რომლებიც გენოციდმა შეიწირა. 

ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს. 

ნაცისტებმა დახოცეს: 

3 მილიონი პოლონელი ებრაელი;

1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი;

800 ათასი ბელორუსი ებრაელი;

140 ათასი ლიტველი ებრაელი;

70 ათასი ლატვიელი ებრაელი;

560 ათასი უნგრელი ებრაელი;

280 ათასი რუმინელი ებრაელი;

140 ათასი გერმანელი ებრაელი;

100 ათასი ჰოლანდიელი ებრაელი;

80 ათასი ფრანგი ებრაელი;

80 ათასი ჩეხი ებრაელი;

70 ათასი სლოვაკი ებრაელი;

65 ათასი ბერძენი ებრაელი;

60 ათასი იუგოსლავიელი ებრაელი.

მსხვერპლთა რაოდენობას თავად ნაცისტები აღრიცხავდნენ. 

მას შემდეგ, რაც გერმანელებმა პოლონეთი დაიპყრეს, ააშენეს საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს. ის 1945 წლამდე მოქმედებდა. ოსვენციმში მილიონობით ებრაელი დახოცეს. 1945 წლის 27 იანვარს ბანაკი მოკავშირეთა ჯარებმა გაათავისუფლეს. 

ნაცისტებმა მილიონზე მეტი ებრაელი საკონცენტრაციო ბანაკებს მიღმაც დახოცეს - ისინი ანადგურებდნენ მათ აღმოსავლეთ ევროპის სოფლებსა და ქალაქებში. 


close დახურვა