სპეციალისტები რიგი შეზღუდვების მოხსნას გამართლებულად მიიჩნევენ და ხელისუფლებას კომენდანტის საათის გაუქმებისკენაც მოუწოდებენ.
ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების შემთხვევაში, ხელისუფლება შეზღუდვების კვლავ ასამოქმედებლად, მზად უნდა იყოს.
"ტერმინმა "დარჩი სახლში" თავის გასაკეთებელი უკვე გააკეთა. ახლა უნდა გავიდეთ გარეთ, ოღონდ უსაფრთხო სიტუაციაში. ზუსტად ეს არის ამოცანა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ეცადოს, რომ ეს უსაფრთხო სიტუაცია, შექმნას. მსგავსი შეზღუდვები, როგორც 3 თუ 4 კაცი მანქანაში, კომენდანტის საათი და სხვა, ზედმეტია და რაც შეიძლება მალე უნდა მოიხსნას", - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისიდან თბილისი სრულად გაიხსნება. ასევე 18 რიცხვიდან სხვა ქალაქების გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, ამუშავდება ყველა ტიპის საწარმო, საცალო და საბითუმო მაღაზიები.