logo
ENG



უსუფაშვილი: ივანიშვილი სუპერ გაღიზიანებულია, ის თვლის, რომ დასავლეთი მას სააკაშვილის კიევში დაწინაურებით ებრძვის

08 მაი 202021:53
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ კრიზისიდნ გამოყვანის გეგმა სჭირდება, რადგან საგანგებო მდგომარეობა და გლობალური პრობლემა პატარა ქვეყანას რთულ განსაცდელს უქადის.

მისი განცხადებით, ის რაც საქართველოში ხდება ტრაგიკომედიაა და პრობლემის მოგვარება ოპოზიციის და ხელისუფლების გაერთიანებით არის შესაძლებელი.

„დღეს ბატონი ივანიშვილი სუპერ გაღიზიანებულია. ის თვლის, რომ დასავლეთი ებრძვის მას სააკაშვილის კიევში დაწინაურებით. სამწუხაროდ, ამ დონეზე მსჯელობენ მისი მხარდამჭერები და პიარშიკები​. ეს არის იმის საპირისპირო, რაც სჭირდება ქვეყანას.

„ლელო“ ვლაპარაკობთ იმას, რომ ქვეყანას სჭირდება კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, რომელიც ერთად უნდა შევადგინოთ ვოლსკებმა, უსუფაშვილებმა, მელიებმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელთაც გვაქვს იმის პასუხისმგებლობა ტვირთად მოკიდებული, რომ ქვეყანას სწორი გამოსავალი მოვაძებნინოთ ხოლმე. ერთად უნდა დავდგეთ და გავერთიანდეთ, რაც საქართველოში ხდება ეს არის ტრაგიკომედია.

საგანგებო მდგომარეობა და ეს გლობალური პრობლემა, რომელიც გრძელვადიანია, მრავალპლანიანია, პატარა ქვეყანას და პატარა ეკონომიკას განსაკუთრებით რთულ განსაცდელებს უქადის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


close დახურვა