„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დავით უსუფაშვილი, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარის წერილს გამოეხმაურა, რომელიც მან ანდრიუს კუბილიუსს გაუგზავნა. როგორც უსუფაშვილმა გადაცემაში განაცხადა ხელისუფლებამ შესაძლოა შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და 8 მარტს დადებული შეთანხმება ჩაშალოს.
„ დღეს ჩვენ ვხედავთ გაყოყოჩებულ ხელისუფლებას, რომელმაც კორონავირუსით შეშინებული ხალხის მთავრობისკენ მიპყრობილი მზერით, ჩათვალეს რომ თავი ქუდში აქვთ და ჩათვალეს, რომ 8 მარტის შეთანხმებაც ისე გადააგდონ და ისე გამოვიდნენ მშრალად ამ საქმიდან, როგორც თავის დროზე ივანიშვილის ივნისის დაპირებას მოეპყრნენ.
ის რაც შიგნით ქართველ ხალხს დაპირდნენ და უკან წაიღეს და თვლიდნენ რომ მარტივად შერჩებოდათ ახლაც თვლიან რომ კორონავირუსის გამო ხალხი იმდენადაა შეშინებული, მათ აქვთ ჭარბი მხარდაჭერა და შეუძლიათ ასეთ რაღაცეებზე წასვლა, ახლა უკვე საერთაშორისო საზოგადოების დაშანტაჟება.
სხვა ტონალობაზე მოლაპარაკე მახსოვს ის ხალხი და ვურჩევ მე მათ დაუბრუნდნენ იმ საღ აზრს, რომელმაც 8 მარტის შეთანხმება შესაძლებელი გახადა, რადგან მანამდე არასაღ აზრზე მყოფებმა ქვეყანა მიიყვანეს იმ უმძიმეს ვითარებამდე, როცა ყველა ქვეყნიდან დღეში სამი წერილი მოგვდიოდა სენატორებიდან, კონგრესმენებიდან და დედაქალაქი არ დარჩა, ვინც არ დაგმო ის რაც ჩვენთან ხდებოდა.“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტიდან მან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს წერილით უპასუხა. თალაკვაძის თქმით, ის შეშფოთებულია ევროპარლამენტარის წერილის იმ ნაწილით, პოლიტიკური ლიდერების დევნის საკითხებს ეხება.