„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, ტესტების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, პირველ რიგში რისკ-ჯგუფის ტესტირება უნდა მოხდეს, ხოლო ამის შემდეგ ყველა იმ მოქალაქის, რომლებიც ეკონომიკურ და სოციალურ საქმიანობაში არიან ჩართულნი.
მისივე განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიად მხოლოდ ფიზიკური დისტანცირება და ხელების მუდმივად დაბანა საკმარისი არაა.
„უსაფრთხოება ხდება ერთ-ერთი პირველი ამოცანა მთელ მსოფლიოში, მათ შორის - ჩვენთანაც. ამ უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ხდება არამარტო პერსონალური დაცვის საშუალებები, ფიზიკური დისტანცირება და ხელების მუდმივად დაბანა, არამედ ტესტები, რომლითაც რეგულარულად შემოწმდება, პირველ რიგში, რისკ-ჯგუფები. ასევე რისკ-ჯგუფების მიღმა უკლებლივ ყველა, ვინც გამოდის სახლიდან და ერთვება ეკონომიკურ თუ სოციალურ საქმიანობაში. ჩვენ გვჭირდება ასჯერ მეტი ტესტი“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.