საქართველოში ბაზირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული კიბერჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანეთიდან სამედიცინო კვლევების ჩანაწერები მოიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ ლონდონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც მედიკამენტებსა და ვაქცინებს იკვლევენ, მარტში დაესხნენ თავს. მოიპარეს ასობით ბრიტანელის კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის, პასპორტების, დაზღვევის ბარათებისა და ვიზის დოკუმენტების სკანირებული ფოტოები, სამედიცინო ისტორიის ჩანაწერები და ჯანმრთელობის კითხვარები.
Daily Mail-ის ინფორმაციითვე, თავდასხმაზე პასუხისმგებელი ჰაკერები კრემლსა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან არიან დაკავშირებული და საქართველოდან მოქმედებენ.