პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი 8 მარტის ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებას ზედმიწევნით ასწრულებს.
როგორც თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ მართლმსაჯულების პოლიტიზებას და შეთანხმების მიღწევის დღიდან აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაათავისუფლოს.
"უკვე 2 თვეზე მეტი გავიდა რაც 8 მარტს, პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების თანდასწრებით პოლიტიკური შეთანხმება გავაფორმეთ. ამ შეთანხმებით ყველა მხარემ ავიღეთ ვალდებულება, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზრუნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება. ოცნება ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმების ყველა ვალდებულებას. სამწუხაროდ ოპოზიცია მართლმსაჯულების პოლიტიზებას ახდენენ. "ნაციონალური მოძრაობა", მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები, საჯაროდ ითხოვენ, რომ მმართველმა პარტიამ 3 დამოუკიდებელ ინსტიტუტს, მისცეს დავალება, რომ გაათავისუფლონ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული 3 პირი. მიუხედავად იისა, რომ ოქრუაშვლის, უგულავას და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან 4-ვე მოლაპარაკების დროს, ოთხივე შემთხვევაში მიიღეს მკაფიო პასუხი ჩვენი მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა შეთანხმების საგანი. პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავის წინაშე არ დაუდია. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია სპეკულირებს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება", - განაცხადა თალაკვაძემ