logo
ENG



კობახიძე ელჩებს: დააფიქსირეთ პოზიცია, იყო თუ არა შეთანხმება სასამართლოს უფლებამოსილებებში უკანონოდ ჩარევაზე

11 მაი 202011:35
3 წუთის საკითხავი
 
6y5wfnvsuowbtk0.jpg

„ელჩების თანდასწრებით ვერც ერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის საქმიანობაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში მონაწილე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სთხოვა, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, თუ რას გულისხმობდა 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება.

„ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეს დაგვეფიქსირებინა ჩვენი მკაფიო პოზიცია. ბუნებრივია, ელჩების თანდასწრებით ვერც ერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლოს საქმიანობაში, პროკურატურის საქმიანობაში და პრეზიდენტის საქმიანობაში. ეს არის აბსურდი, რასაც ამტკიცებს ოპოზიცია. ბუნებრივია ველოდებით პასუხს, იმასთან დაკავშირებით, თუ რაში იყო რეალურად საქმე და გვინდა ელჩებს ვთხოვოთ, მათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო შეთანხმების შინაარსი, იყო თუ არა უკანონო ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა