EMC-ის იურისტი გურო იმნაძე „ფორმულასთან“ საუბარში ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებელია, აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
იმნაძე აცხადებს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ ატერნატიული ხედვა შესთავაზოს სააზოგადოებას თუ როგორ დაიცავს უსაფრთოების ნორმებს ტრანსპორტში.
„თავიდანვე კითხვებს აჩენდა რას ემსახურებოდა ეს შეზღუდვა და რამდენად ეფექტური იქნებოდა. დღსაც არსებობს ეს კითხვები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა აუცილებელია, მით უმეტეს იმ სოციალური ფენებისთვის, რომელთაც ტაქსით სარგებლობის საშუალება არ აქვთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტში, იმ ფორმით რა ფორმითაც არსებობდა, ძალიან ძნელია გაკონტროლდეს უსაფრთხოება და დისტანციის დაცვა. აქ აუცილებელია, სახელმწიფოს სხვა ალტერნატიული ხედვები ჰქონდეს შემოთავაზებული“, - აცხადებს იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ქვეყანაში 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალებათ.