logo
ENG



ხათუნა ზახაშვილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ეპიდსიტუცაიის გათვალისწინებით უნდა მოხდეს

13 მაი 202019:38
3 წუთის საკითხავი
 
niz8vgdy87jhes1.png

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იყოს და მათ პირბადეები უნდა ეკეთოთ

რაც შეეხება, კერძო ავტომობილებით გადაადგილებისას 3 კაცზე მეტი პირის მგზავრობის აკრძალვას, ზახაშვილის აცხადებს, რომ ეს რეკომენდაცია გადაადგილების გარკვეულ შემცირებას უზრუნველყოფს და თუკი აკრძალვების შემსუბუქება დაიწყება ის პირველ რიგში კერძო ავტომობილებისთვის უნდა მოიხსნას.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი რა თქმა უნდა ამუშავდება. მნიშვნელოვანია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენაც. აღდგენის პროცესი იმ ედპისიტუაციის გათვალისწინებით მოხდება, რაც წარმოიქმნება ყოველდღიურად და შეიძლება ყოველდღიურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. 

ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ გადაადგილებასთან ერთად ასოცირებულია შესაძლო რისკების მატებასთან და თუ შემთხვევათა მატება დადგა დღის წესრიგში, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას საზოგადოების ჯანმრთელობას, სამწუხაროდ შეიძლება მოგვიწიოს უკუსვლების გაკეთება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება.

ამჟამად მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიგნით და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. 

რაც შეეხება შეზღუდვას, ავტომობილებში 3 კაცზე მეტი პირის ჯდომის შესახებ, ესეც რეკომენდაციათა ის სახეობაა, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილების გარკვეულ შემცირებას. ასეთი მაგალითი სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება. გამოიყენება ასევე ტაქსებით გადაადგილებისას, რაც ნიშნავს იმას, რომ მძღოლის გვერდით არავინ არ უნდა იჯდეს. 

ამ შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და თუკი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, პირველ რიგში დაშვება კერძო ავტომობილებით სარგებლობისას უნდა მოხდეს“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 


close დახურვა