საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 695 შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.