logo
ENG



დაკეტილი სპორტდარბაზები - რა გამოწვევა აქვთ ვარჯიშის მოყვარულებს?

17 მაი 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

ცხოვრების ჯანსაღი წესი და მისი შემადგენელი ნაწილი - ვარჯიშის კულტურა საქართველოში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იკიდებს ფეხს.

2013 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში მხოლოდ 5 ფიტნესკლუბი ფუნქციონირებდა, სურათი საგრძნობლად შეიცვალა და მათი რაოდენობა 45-მდეა გაზრდილი. მიუხედავად ამისა, სპორტდარბაზებით მოსახლეობის მხოლოდ 2-3 % სარგებლობს, რაც მსოფლიო მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად დაბალია.

მაგრამ ვინც აქტიურ სპორტულ ცხოვრებასაა მიჩვეული, პანდემია და მასთან ერთად დაკეტილი დარბაზები დიდ გამოწვევად იქცა, თან აქვე ზაფხული და საზღვაო სეზონიც წამოგვეწია და ფორმაში ყოფნა ორმაგად აქტუალური გახდა.

მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკის ამოქმედების 6-პუნქტიან გეგმაში სპორტული დარბაზების გახსნა ბოლო, მეექვსე ეტაპზეა გათვალისწინებული. ფიტნესცენტრებში კი იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი დაჩქარდება.


close დახურვა