logo
ENG



17 მაისს ხატების გარდა, ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის შემცველი პოსტერები უჭირავთ - პრაიდის ონლაინ კონფერენცია

18 მაი 202011:18
3 წუთის საკითხავი
 

ჰომოფობიასათან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 17 მაისი, "თბილისი პრაიდმა" ონლაინ აქციით აღნიშნა. აქციის მონაწილეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელსაც ლგბტქ თემის წარმომადგენლები ხვდებიან.

"თანასწორობა 17"-ის წარმომადგენელი, ნინო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიამ თემის მიმართ სიძულვილი კიდევ უფრო გააღვივა.

"ეკლესიამაც ვერ ისწავლა - იმის მაგივრად რომ საშინელი შეცდომა გამოესწორებინა, პირიქით ლგბტ თემის მიმართ გააგრძელა სიძულვილის გაღვივება და დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე, რა დროსაც სასულიერო პირებ მსვლელობას უძღვებიან. ხატების გარდა, მათ ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის შემცველი პოსტერები უჭირავთ", - აღნიშნა ბოლქვაძემ.

ონლაინ დემონსტრაციას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც შეუერთდა. ომბუდსმენის განმარტებით, სახელმწიფოს ანტიკრიზისულ გეგმაში ლგბტ ადამიანების საჭიროებები გათვალისწინებული არ არის.

"მთავრობის პოსკრიზისულ გეგმაში სამწუხაროდ არ არის გათვალისწინებული ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებები. მიუხედავად იმისა, რომ 6 წელი გავიდა რაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მივიღეთ, სამწუხაროდ წლიდან წლამდე ამ თემს მდგომროება უმჯობესდება. მათ საჭიროებებზე ზრუნვა არ არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. მათთვის არ არის თანაბრადდ ხელმისაწვდომი განათლება, დასაქმება და ჯანდაცვა", - განაცხადა ლომჯარიამ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა კი განაცხადა, რომ ჰომოფობი თავადაც იყო, თუმცა მან ეს დაძლია. 

"მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ოდესღაც მეც ვიყავი ჰომოფობიური შეხედულებების, 90-იან წლებში, როცა იმ დინამიკაში ვცხოვრობდი და მე თუ დავძლიე, ალბათ დაძლევს ყველა, რადგან ეს არ არის განუკურნებელი. ეს არის განკურნებადი და ჰომოფობია დაიძლევა. ყველა დავინახავთ, რომ შესაძლებელია თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრება", - ამბობს დეპუტატი. 

ლგბთ თემის პრობლემებზე საუბრობს დეპუტატი ელენა ხოშტარიაც. "ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ამ თემის პრობლემების მოგვარებაზე პოლიტიკოსებმა და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. 

"აქტივისტები თავს შეწირავენ, უმცირესობები თავს შეწირავენ, ცემენ, დაწვავენ, და ამაზე მერე ჩვენ პოლიტიკოსები მოვალთ და ამაზე გაგვიადვილდება საუბარი, ეს ძალიან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა. თი გვინდა ქვეყანა წარვმართოთ, ტვირთი უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე და ვიყოთ პირველი გამწევი ძალა", - განაცხადა ხოშტარიამ. 


close დახურვა