საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეტრინ კოლონა 28 აპრილს საქართველოს ეწვევა. მანამდე, 26-28 აპრილს მინისტრი სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრება.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებების დროს ის გამოხატავს მხარდაჭერას კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის", - აღნიშნულია საფრანგეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.