logo
ENG



ადამ კინზინგერი 8 მარტის შეთანხმებაზე: მნიშვნელოვანია სრულად შესრულდეს

22 მაი 202000:34
3 წუთის საკითხავი
 

"დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგრესისკენ მიდიან",-ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს. როგორც მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუს დროს განმარტა შეთანხმების სრულად შესრულება აუცილებელია.

"არ დავიწყებ იმის განხილვას, რა გაკეთდა და რა — არა. დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგრესისკენ მიდიან, ეს უნდა დავამთავროთ და წინ წავიდეთ, უფრო დიდი საკითხები გვაქვს გადასწყვეტი, როგორიცაა კორონავირუსის შემდგომი განვითარება და მომავალი არჩევნები", — აღნიშნა კინზინგერმა.

რაც შეეხება გიორგი რურუას პატიმრობას, მისი თქმით აღნიშნულიც შეთანხმების ნაწილია. 

"შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა, მნიშვნელოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს. ჩანს, რომ ყველა მხარე დგამს ნაბიჯებს რეალური პროგრესისკენ, უნდა გავაგრძელოთ წინსვლა იმაზე, რაც არის და არ არის შესრულებული. საბოლოო ჯამში მოდით, შევასრულოთ შეთანხმება, წავიდეთ წინ და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ",-აღნიშნავს კინზინგერი.

კინზინგერმა ასევე ისაუბრა ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე, მისი განცხადებით, ის რომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულია უკვე საკმარისია მისი ორგანიზაციაში მიღებისთვის.

„როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა ორმაგად უფრო ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რათა რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. 

ფაქტია, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს,“ - აღნიშნა კინზინგერმა


close დახურვა