logo
ENG



ოხანაშვილი გოცირიძეს: პოლიტიკურად ​გალაწუნებულები როგორ დადიხართ, თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს

22 მაი 202017:55
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ შემოულაწუნა და ამის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტში შესწორებები შევიდა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებებიდან ჩანს რომ თვითონ ოპოზიციაა პოლიტიკურად გალაწუნებული, რაც მატ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც კარგად ჩანს. 

გალაწუნება ახსენეთ, მე ამას არ გაკადრებთ ბატონო რომან, თუმცა პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებულები ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან. თქვენ გუშინ გამოხვედით და ისაუბრეთ არაკონსტიტუციურობაზე, საღამოს კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს.  თქვენმა კოლეგა თინა ბოკუჩავამ ამას არ დაუჭირა მხარი. ჩამოყალიბდით ხომ არ გაემიჯნეთ ერთმანეთს, სხვადასხვა პოზიციებს ხომ არ აფიქსირებთ, რომ ვიცოდეთ ჩვენც და ჩვენ მა საზოგადოებამაც“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას საარჩევნო პროცესის ჩაშლა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და უფრო მძიმე რეგულაციების ქვეშ საზოგადოების ყოფნა სურს, რათა შემდეგ პარლამენტი გააკრიტიკოს. 

მისივე განცხადებით, ამ ყველაფერს ოპოზიცია იმიტომ, აკეთებს, რომ საარჩევნო გალაწუნების ეშინია. 

„მე მესმის რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობა და ამ სამი ალტერნატიული ვარიანტიდან ირჩევთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას იმიტომ გინდათ, რომ მოსახლეობა უფრო მძიმე რეგულაციების ქვეშ იყოს, საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს, მერე ჩვენ დაგვაბრალოთ. და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებთ, რომ გეშინიათ საარჩევნოდ გალაწუნების.

არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და ეს სილა იქნება საზოგადოების, საბოლოო პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი თქვენთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 


close დახურვა