logo
ENG



ხელისუფლება მოქალაქეებს გადააგილებას, ეკონომიკურ საქმიანობასა და შეკრების თავისუფლებას მაინც შეუზღუდავს

22 მაი 202020:11
3 წუთის საკითხავი
clock 415

ეკლესიასთან ერთად გავლენებს იზრდის ხელისუფლებაც. პარლამენტი მთავრობისთვის დიქტატურას აკანონებს. ორ დღეში მიიღო ქართულმა ოცნებამ კანონი, რომელიც მოქალაქეების უფლებებს, მათ შორის შეკრების თავისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც შეზღუდავს. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სამთავრობო სურვილს საკონსტიტუციო სარჩელს უპირისპირებს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი.

პოლიტიკურ ფრონტზე ბრძოლა იმით დასრულდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ინიცირებიდან 24 საათში საკუთარი კანონპროექტი შეცვალა. ხელისუფლება მოქალაქეებს გადაადგილებას, ეკონომიკურ საქმიანობასა და შეკრების თავისუფლებას მაინც შეუზღუდავს,თუმცა ამ განსაკუთრებული ძალაუფლებით მხოლოდ 15 ივლისამდე ისარგებლებს. წინააღმდეგობის გამო „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ნორმას დროებითი სახე მისცა.

მმართველ პარტიას დღეს კანონპროექტთან ერთად პრემიერ-მინისტრის დაცვაც მოუხდა - პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ გახარიას ბრალდებები გახდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ კანონის შესწორებული ვერსია პირვანდელს სჯობს, თუმცა კონსტიტუციას ისევ არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, დეპუტატები ხელმოწერებს შეაგროვებენ და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დღესაც ხმაურის ფონზე წარიმართა. პოლიტიკური დებატები სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

მოსამართლის ვერდიქტამდე ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელის. დეპუტატებმა მას კანონზე ვეტოს დადება მოსთხოვეს. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ვეტო სავარაუდოდ არ იქნება - სალომე ზურაბიშვილს კანონზე ხელისმოწერა დღესვე მოუხდება. „ქართული ოცნება“ ჩქარობს, რადგან დღეს საგანგებო მდგომარეობა უქმდება და კონტროლის მექანიზმი სჭირდება.


close დახურვა