logo
ENG



დღეიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა - რა შეზღუდვები რჩება ქვეყანაში

23 მაი 202010:24
3 წუთის საკითხავი
 
aow1ecfs2h3x01k.jpg

მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც.

საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად ქვეყანაში მოიხსნა გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ხოლო ნაწილი ისევ მოქმედებს.

22 მაისს საქართველოს პარლამენტმა  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო. მთავრობის დადგენილებით ყველა შეზღუდვა, ქვეყანაში 15 ივლისამდე იმოქმედებს.

  • 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
  • კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა. ამ სოფლებში აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს. საკარანტინო ზონად კვლავ რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
  • უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მსოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.
  • უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და დარჩნენ შინ. 
  •   23 მაისის შემდეგაც ძალაშია შეზღუდვები:
  • ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქტის ექსპორტი, რომელიც აუცილებელია Covid19-თან ბრძოლაში.
  • რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება.
  • სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა.
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ ვაჭრობისა.
  • ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ.   
  • სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.
  • აზარტული და მოგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.
  • ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მხრიდან. თუ ისინი დაკავებულები არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო.
  • შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.
  • ასევე კვლავ აკრძალულია 10 კაცის ერთად თავშეყრა

close დახურვა