ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული. ამ ფაქტს დაზარალებულის უფლებადამცველი "ფორმულასთან" საუბარში ადასტურებს.
ამ წუთებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
შსს-მ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა. გამოძიება დაწყებულია 126-ე პრიმა მუხლის მეორე ქვეპუნქტის ბ ნაწილით, რაც გულისხობს არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას.