logo
ENG



ახალი კანონპროექტი:კრემლის უფლებები ოკუპირებიუბლი ცხინვალის რეგიონში განუსაზღვრელად ფართოვდება

26 მაი 202013:53
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას კიდევ უფრო აძლიერებს. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ.-ი პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს, შედეგად კი კრემლის უფლებები ოკუპირებიუბლი ცხინვალის რეგიონში განუსაზღვრელად ფართოვდება. პროექტის მიხედვით, იარაღის ტარების უფლება მიეცემათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს. რუსული კანონმდებლობით, ძალოვან უწყებას აკრძალული აქვს ოპერატიული საქმიანობის სახელმწიფო საზღვრებს მიღმა წარმოება. დაგეგმილი ცვლილებებით კი გამონაკლისი ოკუპირებული ცხინვალისთვის კეთდება, რუსული მილიცია მსგავსი უფლებით სარგებლობს ოკუპირებულ ყირიმში. სპეციალურ განცხადებას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს. 

„ფაქტიურად რუსეთი იღებს უფლებებს, რომელიც მას აკრძალული აქვს საკუთარი კანონით. რუსეთის მილიციას უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული საქმიანობის, ასევე ტაბელური იარაღის ტარებს. ამ კანონით ისინი ამ უფლებამოსილებას მიიღებენ, შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ მთელი რიგი საქმინობა. ეს ძალიან ბევრ ადამიანში იწვევს კითხვის ნიშანს, მათ შორის ცხინვალშიც. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსეთი ამას კიდევ უფრო გამოიყენებს, რომ მეტი კონტროლი გამოიყენოს სამხრეთ ოსეთზე. ეს არის კიდევ ერთი მექანიზმი რომ მოხდეს რეგიონის ანექსია რუსეთის მხრიდან. თუკი აქამდე იყო თავდაცვის სამინისტრო და იქ ჯარი იყო, რომელიც ოფიციალურად საქმიანობდა დღეს დამატებითი სხვა სტრუქტურები ოფიციალურად იმუშავებენ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“,-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.


close დახურვა